125 ბიჭი ქუჩაში დახვრეტილი, 720 ბიჭი ციხეში მოკლული, გაუპატიურებები..

„არ უნდათ სამართლიანობის აღდგენა! ქვეყანაში იყო გენოციდი მოწყობილი!”, -განცხადებას მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ტელეკომპანია „იბერიაზე” გადაცემა „პრიორიტეტში” აკეთებს:

„125 ბიჭი ქუჩაში დახვრეტილი, 720 ბიჭი ციხეში მოკლული, გაუპატიურებები გახსოვთ, ცინდელიანივით კიდევ რამდენი ადამიანია გამქრალი! რეჟიმი უნდა დასჯილიყო და თუ დაისჯებოდა სამართლიანობა აღდგებოდა. ისინი, ვინც უნდა დასჯილიყვნენ, გაქცეულები არიან, წაღებული აქვთ მილიონები და კარგად არიან. როგორ აღდგება სამართლიანობა?!”, – ამბობს სოსო რობაქიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.