13 წლის მოზარდი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

ხაშურის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, ველოსიპედით მოძრავ 13 წლის ნიკა ბანცაძეს ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც მოზარდმა სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მას ხაშურში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდა მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

“ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...