14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14 წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორაციაში.

Comments
Loading...