14 კოცნა, რომელმაც მსოფლიო შეძრა (14 ფოტო)

  • ყველაზე გამარჯვებული
    მსახიობი მარლენ დიტრიხი მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ჰკოცნის. 1945 წელი. აშშ.

    ყველაზე გამარჯვებული მსახიობი მარლენ დიტრიხი მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ჰკოცნის. 1945...
  • ყველაზე ქალური
    ულამაზესი იტალიელები ფოტოსესიაზე – სოფი ლორენი და მისი და ანნა-მარია შიკოლონე (ის, სხვათა შორის, ცნობილი დიქტატორის შვილის – რომანო მუსოლინის ცოლი იყო და მისგან შვილი გააჩინა). ვენეცია, 1955 წელი.

    ყველაზე ქალური ულამაზესი იტალიელები ფოტოსესიაზე - სოფი ლორენი და მისი და ანნა-მარია შიკოლონე (ის, სხ...
  • ყველაზე დადგმული
    ფოტოზე აღბეჭდილია მომენტი სექსუალური რევოლუციის ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოსურათიდან „დღის ლამაზმანი“, რომლის რეჟისორი ესპანელი ლუის ბუნუელი (კადრში მარცხნივ) გახლდათ და რომელშიც კატრინ დენევი მონაწილეობდა. 1967 წელი.

    ყველაზე დადგმული ფოტოზე აღბეჭდილია მომენტი სექსუალური რევოლუციის ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოსუ...
  • ყველაზე ცხოველური
    კოცნა ფილმიდან „მაიმუნების პლანეტა“ (1968 წელი).

    ყველაზე ცხოველური კოცნა ფილმიდან „მაიმუნების პლანეტა“ (1968 წელი).
  • ყველაზე ძმური
    ტრადიციულად, ლეონიდ ბრეჟნევი მეგობარი სახელმწიფოების ლიდერებს ჯერ ეხუტებოდა, შემდეგ კი სამჯერ კოცნიდა მათ: ჯერ – ორივე ლოყაზე, ხოლო შემდეგ – ტუჩებში. ამ კოცნას „სამმაგი ბრეჟნევი“ უწოდეს. ამ კადრში ლეონიდ ბრეჟნევი გდრ-ის ლიდერ ერიხ ჰონეკერს ჰკოცნის. 1979 წელი.

    ყველაზე ძმური ტრადიციულად, ლეონიდ ბრეჟნევი მეგობარი სახელმწიფოების ლიდერებს ჯერ ეხუტებოდა, შემდეგ კი...
  • ყველაზე პროტოკოლური
    მიხეილ გორბაჩოვი და ერიხ ჰონეკერი.

    ყველაზე პროტოკოლური მიხეილ გორბაჩოვი და ერიხ ჰონეკერი.
  • ყველაზე ბედნიერი
    რამდენიმე წლის განმავლობაში ეს კოცნა ფრანგული ფეხბურთის სიმბოლო იყო. 1998 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველი მატჩის წინ ნაკრების კაპიტანი ლორან ბლანი მეკარე ფაბიენ ბარტეზს თავზე ჰკოცნიდა. ფრანგ გულშემატკივრებს სჯერათ, რომ სწორედ ამ რიტუალმა მოუტანა მათ  მათი ჩემპიონობის ტიტული. 2000-იან წლებში იგივე „ხრიკმა“ იმუშავა ევროპის ჩემპიონატზეც. ხოლო როდესაც ბლანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ბარტეზი არავის აძლევდა მის მელოტ თავზე კოცნის უფლებას.

    ყველაზე ბედნიერი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს კოცნა ფრანგული ფეხბურთის სიმბოლო იყო. 1998 წელს, მსო...
  • ყველაზე ეპატაჟური
    ბრიტნი სპირსმა და მადონამ MTV-ის დაჯილდოებაზე მაყურებლები გააოგნეს, ხოლო უკვე დილით ეს ფოტო ყველა ტაბლოიდმა დაბეჭდა.

    ყველაზე ეპატაჟური ბრიტნი სპირსმა და მადონამ MTV-ის დაჯილდოებაზე მაყურებლები გააოგნეს, ხოლო უკვე დილი...
  • ყველაზე „პლაგიატური“
    რთული წარმოსადგენია, რომ ამგვარი კოცნა საერთოდ შესაძლებელია! თინა კანდელაკმა და ქსენია სობჩაკმა ბრიტნი სპირსისა და მადონას კოცნა „გაიმეორეს“.

    ყველაზე „პლაგიატური“ რთული წარმოსადგენია, რომ ამგვარი კოცნა საერთოდ შესაძლებელია! თინა კ...
  • ყველაზე „ჰეი, თქვენ, ძალიან ხომ არ შეტოპეთ“
    2005 წელს, როდესაც რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პუტინის მეუღლეს თითქმის ტუჩებში აკოცა, მაგრამ კადრის მთავარი გმირი არა ისინი, არამედ ვლადიმირ პუტინი გახდა.

    ყველაზე „ჰეი, თქვენ, ძალიან ხომ არ შეტოპეთ“ 2005 წელს, როდესაც რუსეთისა და ამერიკის პრეზ...
  • ყველაზე ძვირი კოცნა
    ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა თავის გულშემატკივარს ტუჩებში აკოცა და თქვა, რომ ეს მას ძალიან მოეწონა. უცნობმა ქალბატონმა მსახიობს ამ კოცნისთვის 140 000 დოლარი გადაუხადა. კოცნა 20 წამი გრძელდებოდა. მიღებული თანხა შარლიზ ტერონმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2009 წელი.

    ყველაზე ძვირი კოცნა ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა თავის გულშემატკივარს ტუჩებში აკოცა და თქვა, რ...
  • ყველაზე „ბითლზური“
    ჯგუფ „ბითლზის“ წევრ რინგო სტარს ავსტრალიელმა გულშემატკივრებმა აკოცეს. სიდნეის აეროპორტი, დილის  6:30 წუთი.

    ყველაზე „ბითლზური“ ჯგუფ „ბითლზის“ წევრ რინგო სტარს ავსტრალიელმა გულშემატკივრ...
  • ყველაზე „ოსკაროსნული“
    პრემია „ოსკარის“ მფლობელებმა  მერილ სტრიპმა და სანდრა ბალოკმა, რომლებმაც „საუკეთესო მსახიობის“ წოდება მიიღეს, ცერემონიაზე ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს.

    ყველაზე „ოსკაროსნული“ პრემია „ოსკარის“ მფლობელებმა  მერილ სტრიპმა და სა...
  • ყველაზე ამაღელვებელი

    შეყვარებული წყვილის კადრმა, რომელიც ვანკუვერშია გადაღებული, მსოფლიო დაიპყრო. კადრში ავსტრალიელი სკოტ ჯონსი და მისი კანადელი შეყვარებული ალექსანდრა ტომასი არიან. არეულობის დროს პოლიციელებმა გოგონას სცემეს. სკოტი ალექსანდრას დასამშვიდებლად ჰკოცნის. ამ კადრის შემდეგ, წყვილს საღეჭი რეზინის რეკლამაში მონაწილეობა და კოცნის გამეორება სთხოვეს, რისთვისაც 10 მილიონ დოლარს გადაუხდიდნენ, თუმცა, წყვილმა უარი თქვა: „ჩვენ არ გვსურს საკუთარი სიყვარულის დაღეჭვა“.

    ყველაზე ამაღელვებელი
შეყვარებული წყვილის კადრმა, რომელიც ვანკუვერშია გადაღებული, მსოფლიო დაიპყრო. კ...

წყარო: slivki24.club

Comments
Loading...