მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 14 მაისიდან შეუდგება

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მასსა და საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის ხელისუფლების გადაცემის ცერემონია კვირას, 14 მაისს შედგება.

ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

შესაბამისად, 14 მაისიდან საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალურად შეუდგება საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 33,94%.

Comments
Loading...