15 დაღუპული და ოთხი დაშავებული – საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა

ტაილანდის სამხრეთით, იალას პროვინციაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

”ეს, ალბათ, ამბოხებულთა თავდასწხმაა. მომხდარი ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი თავდასხმაა,” – აცხადებს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

თავდასხმის დროს ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო გამოყენებული, რომელიც გზის გასწვრივ იყო დამონტაჟებული.

იალა ტაილანდის ოთხი პროვინციიდან ერთ- ერთია, სადაც მუსლიმები ჭარბობენ. ორგანიზაცია Deep South Watch- ის თანახმად, რომელიც სეპარატიზმთან დაკავშირებულ შეტევებს აკონტროლებს, 2004 წლიდან ამ სამ პროვინციაში, არეულობების შედეგად დაახლოებით 7 ათასი ადამიანი დაიღუპა.

Comments
Loading...