15 დაშავებული – ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა

ავტოსაზგაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქედაში.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამტორიალდა.

მომხდარის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.  როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ორი კი ამწუთებში, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათივე ინფორმაციით,  არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია.

ფოტო:1tv.ge

Comments
Loading...