15 წელი მამაკაცი ცოლის მალულად სახლიდან ფაბისკენ მიმავალ გვირაბს თხრიდა!


ირლანდიელი სანტექნიკოსი, 15 წლის განმავლობაში საძინებლიდან, უახლოეს ლუდის ფაბში, მიმავალ გვირაბს თხრიდა. ეს გვირაბი მას საშუალებას აძლევდა, ცოლის მალულად საყვარელ დაწესებულებაში წასულიყო.
სანტექნიკოსის ამ გრანდიოზული შრომის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც კანალიზაციის კომუნიკაცია ჩაინგრა, იმ ადგილას სადაც გვირაბი იყო გათხრილი. ქალაქის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიეს ონციდენტის გამომწვევი მიზეზის შესახებ და პეტსი კერის მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა.
პეტსი გამოტყდა, რომ ეს იდეა ფილმის “გაქცევა შოუშენკიდან” ყურების მერე გაუჩნდა. მის ცოლს საკმაოდ ღრმა ძილი ქონდა, ამიტომ ვერ ამჩნევდა როგორ მუშაობდა. მან თავის საქმიანობაში ხელსაწყოების დიდი რაოდენობა მოიხმარა – დაწყებული კოვზით და დამთავრებული პნევმოპერფორატორით, რომელსას უკვე 20 მეტრის გამოთხრის მერე იყენებდა – თუმცა მას, მაინც ეშინოდა არ გაეღვიძებინა ცოლი.
15 წლის შემდეგ, 2009 წელს სანტექნიკოსმა, როგორც იქნა ფაბის ქალთა ტუალეტს მიაღწია, საიდანაც დაწესებულებაში შედიოდა ხოლმე. ამის მერე ის ყოველ დღე დადიოდა თავის საყვარელ ფაბში და დილისკენ ბრუნდებოდა სახლში.
სასამართლო პროცესზე პეტსი გამოტყდა, რომ დაიღალა ტყუილებით, რადგანაც ყოველ დილას უწევდა ცოლისთვის აეხსნა, რატომ ასდიოდა სასმლის სუნი.
“ფაბის უფროსსაც ყოველთვის აინტერესებდა, საინდან ვჩნდებოდი ხოლმე ან სად ვქრებოდი მერე”,- ამბობს სანტექნიკოსი.

Comments
Loading...