კვირიკაშვილი ნაციონალებს-უარყოფითი რაც გვქონდა ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს,

პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს მათი მმართველობის პერიოდში არსებულ უარყოფით ასპექტებზე უფრო მეტი ისაუბრონ. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს ოპოზიციასთან შეხვედრის დროს განაცხადა. პრემიერობის კანდიდატი ხაზს უსვამს ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მიღწეულ პროგრესსაც და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ პროგრესს ინარჩუნებს.

„სიმართლე ყოველთვის არ არის ერთფეროვანი, ის შედგება დადებითი და უარყოფითი მომენტებისგან, ამიტომ თქვენც მოგიწოდებდით ასევე თამამად ისაუბროთ იმ უარყოფით ასპექტებზე, რომელიც ახლდა თქვენ მმართველობის წლებს. იყო პროგრესიც და იყო ძალიან უარყოფითი ასპექტებიც თქვენი მმართველობის პერიოდში. ჩვენი მიზანია, რომ პროგრესი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენი მომავალი განვითარება ავაწყოთ ისე, რომ უარყოფითი რაც გვქონდა ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს.“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.