17 გარდაცვლილი და 36 დაშავებული – მაროკოში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა

17 ადამიანი გარდაიცვალა და 36 მძიმედ დაშავდა მაროკოში, ქალაქ ტაზას მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძროლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ამდროისთვის  ახლომდებარე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

შენიშვნა: ფოტო არქივი

 

Comments
Loading...