17 სექტემბერს პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის 17 სექტემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN Turk- ი იუწყება.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქული მხარე შეხვედრისას სირიის პროვინცია იდლიბში სიტუაციის გაუარესების თაობაზე საკითხის განხილვას გეგმავს.

“მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების შესაჩერებლად ძალისხმევას არ ვიშურებთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან და ირანთან ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან დასძინა, რომ თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 17 სექტემბერს გაიმართება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით ჩატარდება ის.

Comments
Loading...