17 ნოემბერს პატრიოტ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. დღეს საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა 124 223 ია. სამწუხაროდ არაოფიციალური მონაცემებით 20 000 სტუდენტი სტატუსშეჩერებულია სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. ქართველი სტუდენტები აქტიურ როლს თამაშობენ ქვეყნის ცხოვრებაში,კარგად გვახსოვს წარმოუდგენელი სოლიდარობა თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ, როდესაც სტუდენტებმა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხისდა მიუხედავად, წარმოუდგენელი მოქალაქეობრივი სოლიდარობა დააფიქსირეს.
უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ სტუდენტებმა არანაკლები როლი ითამაშეს ქვეყანაში ადამიანური ღირებულებებისა და უფლებების შელახვის აღკვეთაში, “ციხის კადრების” გამოქვეყნების შემდეგ, სტუდენტებმა გამართეს საპროტესტო მსვლელობები სახელწოდებით “ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია” “სისტემა უნდა დაინგრეს” რითაც დააფიქსირეს ასევე მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარებაში0f895b0489ed5d23f06655ad2b962e37

1BEC6ACD-78B7-43E8-8DD8-A8C838EB42ED_w640_r1_s_cx0_cy7_cw0_6201

ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია

axalgazrdebi.

mpress.ge ულოცავს სტუდენტებს მათ სახელობიდს დღეს და ‘სტუდენტების საერთაშორისო დღის შექმნის ისტორიას გთავაზობთ:
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.
17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.