170 მძევალი და 6 მოკლული-ტერორისტები მალის დედაქალაქში სასტუმრო “რედისონში” შეიჭრნენ

ტერორისტების თავდასახმა მალის დედაქალაქში. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო რედისონში შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამ წუთებში სასტუმროს მეშვიდე სართულზე სროლის ხმა ისმის. შენობა სპეცრაზმის ალყაშია. თვითმხილველა განცხადებით შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული.

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ თავის მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.

Comments
Loading...