1920-იანი წლების ქართული კინო – ეროვნული არქივი „ქოლგას“ ვირტუალურ კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში 9 მაისს წარმოადგენს გამოფენას „1920-იანი წლების ქართული კინო“.

ფოტოფესტივალი, რომელთანაც საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, COVID-19 პანდემიის გამო ამჯერად ონლაინ ფორმატში ტარდება.

ვირტუალური ექსპოზიცია 1921-29 წლებში „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შექმნილი ორმოცამდე ფილმის გადასაღებ მოედანს აერთიანებს. წარმოდგენილი ფოტომასალის დიდი ნაწილი ფართო აუდიტორიისათვის დღემდე უცნობია. დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ფილმების კადრებს: „გიული“, „გაფლანგვა“, „უკანასკნელ საათს“, „კომუნარის ჩიბუხი“, „ქალი ბაზრობიდან“, „მთების კანონი“, „ამოკი“, „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“, „ბოშური სისხლი“ და ა.შ.

ვირტუალური გამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: https://kolga.ge/exhibitions/1920s-georgian-cinematography.

Comments
Loading...