2-კვირიანი ძებნის შემდეგ მედვედევი იპოვეს

რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი იპოვეს. სააგენტოებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ის გუბერნატორ გლებ ნიკიტინს ხვდება. მანამდე მედვედევი 2 კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა არც პუბლიკის წინაშე და არც სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ რაც მედვედევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევს სპორტული ტრავმა აქვს, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიები განიხილეს, ისეთი როგორ პლასტიკური ოპერაცია და საზღვარგარეთ მოგზაურობა.

imedinews.ge

Comments
Loading...