აშშ-ში, 2 წლის ბავშვმა დედა და მცირეწლოვანი დედმამიშვილი დაჭრა

2 წლის ბავშვმა დედა და მცირეწლოვანი დედმამიშვილი დაჭრა.

უბედური შემთხვევა ტეხასის შტატში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ბავშვმა იარაღი მშობლების მანქანაში შემთხვევით იპოვა.

პოლიციის განცხადებით, გამჭოლმა ტყვიამ დედა მკლავში დაჭრა, შემდეგ კი მცირეწლოვანს ფეხში მოხვდა . ისინი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Comments
Loading...