2 წლის ბიჭი დედას ადუღებული ბორშის ქვაბში ჩაუვარდა, რის შედეგადაც პატარამ სხეულის 45-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მას მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მდუღარე ქვაბში ჩავარდნის შედეგად პატარა ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ბათუმიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.
შემთხვევა ბათუმში მოხდა.
„როგორც პაციენტის დედა ამბობს, მან ბორში გააკეთა და იქვე, იატაკზე დადო. 2 წლის ბიჭი ჯერ ცხელ ქვაბს წამოედო, შემდეგ კი პირქვე – მდუღარეში ჩავარდა. პატრას გულ-მკერდი, ზედა და ქვედა კიდურები დაეწვა. თავდაპირველად ბავშვი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა და იმავე დღეს თბილისში რეანომობილით ჩვენს კლინიკაში ჩამოიყვანეს. პაციენტი უმძიმეს და შოკურ მდგომარეობაში მივიღეთ. ამჟამად პატარა მოათავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

როგორც ქაშიბაძემ „კვირას“ განუცხადა, დამწვრობის ცენტრში ბოლო სამი თვის განმავლობაში, მშობლების გაუფრთხილებლობის შედეგად, 38 ბავშვი მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ ეს 38 პაციენტი მშობლებმა კლინიკაში დაგვიანებით მოათავსეს და ისინი პატარებს სახლში ექიმბაშების მალამოებით მკურნალობდნენ, რამაც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.
ქაშიბაძე მშობლებს მეტი სიფრთხილსკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დამწვრობის დროს მშობლებმა ექიმბაშების მიერ დამზადებული გაურკვეველი შემცველობის მალამო არ გამოიყენონ.
წყარო: კვირა

Leave A Reply

Your email address will not be published.