20 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი თავში მოხვდა, მძიმეა

მძიმეა ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი თავში მოხვდა.

ბათუმში დაშავებული 20 წლის ბიჭი, რომელსაც ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი თავში დაეცა, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.

ექიმების თქმით, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

შემთხვევა  გუშინ, კობალაძის ქუჩის 18 ნომერში  მოხდა.  ობიექტს  უკვე უსაფრთხოების სპეციალისტები სწავლობენ.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ მშენებელი კომპანია, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, არაერთხელ იყო დაჯარიმებული.

Comments
Loading...