2009 წლამდე დოკუმენტის გაყალბების მუხლით ჩადენილ დანაშაულს ამნისტია შეეხება

საჯარო მოხელეები, რომლებსაც 2009 წლამდე დოკუმენტაციის გაყალბების მუხლით ჩადენილი აქვთ დანაშაული, ამნისტია შეეხებათ.

კანონპროექტს კანონმდებლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დღეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს.

ცვლილება შეეხება, როგორც საპატიმროში მყოფ მსჯავრდებულებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს.

იუსტიციის სამინისტროს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველებმაც.

Comments
Loading...