2015 წლის ყველაზე სკანდალურად ჩაცმული 5 ქართველი ცნობილი ქალბატონი

1. წელს სკანდალური სამოსით ნამდვილად გამორჩეული იყო დეპუტატი ეკა ბესელია. შობას თეთრ ქურქსა და თეთრ ჩექმებში გამოწყობლმა ბესელიამ ყველას ყურადღება მიიპყრო და მისი სამოსი კარგა ხანს იყო განხილვის საგანი. ბესელიას ჩექმებს კი ბესელკები შეარქვეს.

2. ეკა ბესელიას სტილი გამორჩეული იყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც.
26 მაისს ის ცისფერი პიჯაკითა და ჭრელი კაბით წარსდგა.

3. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეკა ბესელია არ ყოფილა ერთადერთი, რომელის ჩაცმის სტილმაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის, თიკა თინიკაშვილისსამოსსაც სკანდალი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ის გააკრიტიკა და გემოვნება დაუწუნა. თიკა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მკვეთრ შაბიამნისფერ შარვალსა და ამავე ფერის მოსაცმელში გამოწყობილი დაესწრო.

4. მოდელი თამო ვაშალომიძე წელსაც გამოირჩა სკანდალური სამოსით. მოდელი თბილისის მოდის კვირეულზე ბარხატის კაბით წარსდგა, რომლის ზედა ნაწილიც მთლიანად გამჭვირვალეა, ხოლო მკერდთან ოთხკუთხედი გაუმჭვირვალე მატერიით გახლდათ დაფარული.

5. განხილვის საგანი გახდა ლალი მოროშკინას კაბაც. ლალი წლის ბიზნესის ეროვნულ დაჯილდოებაზე შავი სექსუალური კაბით წარსდგა.

Leave A Reply

Your email address will not be published.