2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა

2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი (ტაკიძე).

„დღევანდელ დაძაბულ ფონზე მინდა, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღემდე ამ საკითხის გადაჭრა პრობლემატური იყო. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. როგორც იქნა, გადაწყდა_საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა“ _ წერს დავით შემოქმედელი (ტაკიძე).

Comments
Loading...