“2016 წელს დიდი უპირატესობით, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ”

პარტია “ქართული ოცნება” გადახალისებას და რეგიონალური სტრუქტურების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “2030”-ის ეთერში განაცხადა.

“ქართული ოცნება კოალიციის პარტიებისთვის კარგი პარტნიორი იქნება. ყრილობა გაზაფხულზე ჩატარდება და პარტია გადახალისდება. ვმუშაობთ რეგიონული სტრუქტურების გაძლიერებაზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით აირჩევა საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები.

აქტიური მუშაობა დაიწყება მოსახლეობასთან. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადაჭრაზე ზრუნვა… არც ერთ ჩვენს ოპონენტს კრიტიკის საბაბი არ ექნება. პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაგვიწყია. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები გვქონდა და ეს კონსულტაციები მალე უფრო აქტიურ ფაზაში შევა.” – განაცხადა კობახიძემ.

“ქართულ ოცნებას პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ, 2016 წელს დიდი უპირატესობით, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. NDI-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობით. ჩვენ კვლევებს თავად ვატარებთ, რაც ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს.” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.