2016 წელს საქართველოს აეროპორტები 26%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2015 წელს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტებმა სულ 2 მლნ 840 ათას 455 მგზავრი მიიღო, 2015 წელს კი – 2 მლნ 261 ათას 11 მგზავრი.
სტატისტიკური ინფორმაციით მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ყველა აეროპორტმა 25,63%-ით მეტი მგზავრი მიიღო ვიდრე 2015 წელს და 41,42%-ით მეტი მგზავრი ვიდრე 2014 წლის განმავლობაში.
ghn.ge