2016 წლიდან შესაძლოა საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანქანების იმპორტი აიკრძალოს

2016 წლიდან საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი სავარაუდოდ აიკრძელება. ეს იმ პროექტის მხოლოდ ერთი პუნქტია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიმუშავეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა კურიერმა პრეზენტაციამდე, ერთი დღით ადრე მოიპოვა. ამ პროგრამის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ცვლილებები შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებსაც, რომლის რეგისტრაციაც მომავალი წლის პირველი მარტიდან ასევე აიკრძალება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკო ტრანსპორტ ცენტრი ერთ-ერთი იყო ვინც, პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო. ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტი არაკონსტიტუციურია და დამტკიცების შემთვევაში ისინი სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ 150 ლარიანი გადასახადია. მესამე სექტორში ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით იმ ავტომობილების მფლობელებისთვის რომლებსაც, მანქანაზე საჭე გადატანილი აქვთ, ეგრედ წოდებული ფირნიშის ტარება იქნება სავალდებულო, რაც 150 ლარი ეღირება.

შინაგაგნ საქმეთა სამინიტროს ახალი პროექტი უკვე ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში პოზიციები არაერთგავროვანია.

ძალოვანი უწყების მიერ მომზადებულ პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრობაში აცახდებენ, რომ ცვლილებები ძრითადად გაჭირვებულ მოსახლეობაზე აისახება.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

Comments
Loading...