2016 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო კულტურულ ნაგებობას შორის რიყის ე.წ დოქები მოხვდა

2016 წლის მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო ნაგებობას შორის თბილისში, კერძოდ კი რიყეზე განთავსებული მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობაც მოხვდა, რომელსაც ე.წ დოქებსაც უწოდებენ,-ინფორმაცია ვებგვერდ designboom.com-ზე ვრცელდება.

საუკეთესო ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. „ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის სტუდიო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული. ეს მილაკოვანი სტრუქტურა თბილისის რიყის პარკის მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს ეკუთვნის. გამოირჩევა ქალაქის, განსაკუთრებით მდინარის ხედებით. მის შიგნით მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზია განთავსებული“,-წერს ვებგვერდი.

ათეულში ასევე მოხვდა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი, საუდის არაბეთის მსოფლიო კულტურული ცენტრი, vitra-ს საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩინეთში მდებარე ნანძინის საერთაშორისო ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, მაიამის სანაპიროზე მდებარე კულტურული ცენტრი – faena forum, სამხრეთ ჩინეთში მდებარე ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრი – MOCAPE, სასტუმრო და რომის კონვენციის ცენტრი – Cloud, საბერძნეთის საზოგადოებრივი პარკი და ტაივანის ხელოვნების ცენტრი.

წყარო : ipress.ge
Comments
Loading...