2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. პერსპექტივები, პროგნოზები, მოლოდინები…

დათო გოგიშვილი 2016 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებს წინასწარ ანალიზს უკეთებს და არჩევნების პერსპექტივებზე, პროგნოზებზე და მოლოდინებზე საუბრობს, სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროგნოზირების თვალსაზრისით თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ურთულეს არჩევნებად საქართველოს უახლეს ისტორიაში.
,,ქართული ოცნება,, როგორც კოალიცია არის იმდენად ეკლექტური გაერთიანება, ამ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა ინტერესები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან და იმდენად განსხვავებული ფასეულობები და ორიენტირები აქვთ, რომ პრაქტიკულად ხელუსუფლებას ჩამოუყალიბდა სუსტი ეფექის მქონე მმართველობითი ვერტიკალი.
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი პოლიტიკის მიმართ ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისმა და სუსტმა რეაგირებამ, ,,ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მყისიერი, ეფექტური სამართლებრივ-პოლიტიკური სვლების განხორციელების შემთხვევაში, მისი როგორც პოლიტიკური ძალის ან საერთოდ დაშლას, ან მის კატასტროფულ დასუსტებას გამოიწვევდა. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ გამოთავისუფლებულ ნიშას აუცილებლად დაიკავებდა ბევრად ქმედითი, სუფთა ბეგრაუნდის მქონე ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ბრძოლა ,,ქართულ ოცნებას ბევრად გაუჭირდებოდა. ამიტომ ნაციონალების რევანშისა და შურისძიების საფრთხის ფაქტორი, ეს არის პოლიტკური ბრენდი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“მარკეტინგულად წარმატებით გაყიდა.
ეს გარემოება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან კონსოლიდაციას და 2016 წლის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება “-სადმი მხარდაჭერას. ამ წინასაარჩევნო წელის განმავლობაში ცალკე განხილვის საგანია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ზოგადად ამ სახელმწიფოს ინტერესების საკითხი ქართული არჩევნებისადმი.
ვინაიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ვერ ესწრება ძლიერი, ქმედუნარიანი და ე.წ. ,,გამსვლელი პაიკი“ პროამერიკული ძალის ფორმირება, რომელიც აშშ-ს საგარეო-სტრატეგიული ინტერესებისათვის ბევრად ეფექტური დასაყრდენი პოლიტიკური ძალა იქნება, ამიტომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებულია უფრო პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უპირველესი სტრატეგიული ამოცანაა ქართული პოლიტიკის კანონიერ, ლეგიტიმურ ველში არ დაუშვას ე.წ. ,, პრორუსული,“(უფრო სწორედ ეროვნული) ანუ რუსეთთან მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი პარტნიორულ საწყისებზე ურთიერთობების აღდგენის მომხრე პოლიტიკური ძალის შემოსვლა.
NDI–ის კვლევების შედეგად, როგორც მოგეხსენებათ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრე ელექტორატმა 32% შეადგინა, რამაც ოფიციალური ვაშინგტონი სერიოზულ საგონებელში ჩააგდო. ამოცანა შემდეგში მდგოამრეობს: რადაც არ უნდა დაუჯდეს სახელმწიფო დეპარტამენტს, მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ არ დაუშვან ქართულ პოლიტიკაში ე.წ. „პრორუსულმა“ პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვონ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. არ გადალახოს ამ პოლიტიკურმა ძალამ 7%-იანი ბარიერი.
ამერიკული პოლიტ ტექნოლოგიის თანახმად, როდესაც მათ ამა თუ იმ სტარეგიულ ინტერესებში მყოფ ქვეყანაში ე.წ. ,,დასავლური იდეალებისადმი“ იმედგაცრუება მატულობს, უნდა შეიქმნას და დაფინანსდეს გაურკვეველი მორალურ-პოლიტიკური კრედოს, გაურკვეველი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა და გაურკვეველი ბიოგრაფიის მქონე ბევრი, წვრილ-წვრილი ე.წ. სამ-ოთხ კაციანი პოლიტიკური ძალები. მსგავსი პოლიტიკური ძალები უპირველეს ყოვლისა, მოიტანს იმ შედეგს, რომ ერთის მხრივ ამომრჩეველს გახდის არაკონსოლიდირებულს, ჩამოუყალიბებელს და დაბნეულს, ხოლო მეორეს მხრივ ელექტორატს წაართმევს შედარებით მაღალი რეიტინგისა და პოტენციალის მქონე პარტიებს.
ამ პოლიტიკის ნაწილია ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის ,,გამოწოვა-განთესვა “ კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ , გოგა ხაჩიძის – ,,გირჩი,,-ს შექმნა და კიდევ სხვადასხვა მსგავსი სტრატეგიული ამოცანის შემსრულებელი პოლიტიკური ძალები, რომლებიც კიდევ მრავლად შეიქმნებიან 2016 წლის შემოდგომამდე.
ვისაც სჯერა, რომ გოგა ხაჩიძემ ან „ ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერმა სახემ, გულწრფელად შეინანა და დაგმო ადამიანთა წამების სისტემური დანაშაული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მსოფლმხედველობრივად გაემიჯნა ყოფილ ხელისუფლებას, ნეტარ არიან მორწმუნენი.
ჩემი პირადი აზრია და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საკმაოდ მაღალია ალბათობა „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ შეანარჩუნებინოს ,,ქართულ ოცნებას,, , როგორც რანგით მეორე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა.”

Leave A Reply

Your email address will not be published.