ლამაზი სახის კანი, სახლის პირობებში

2

• სახის კანის მოვლა • საკმაოდ რთულია, შევეცადე ის უნივერსალური ნიღბები შემომეთავაზებინა რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს მოუხდება.

• ყავა, არა მარტო გამამხნევებელი სასმელია,
ის შესანიშნავად კვებავს კანს. საჭიროა:

• ყავის ნალექი
• კოსმეტიკური თიხა (ცისფერი ან შავი)
• 7-10 წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის ეთერზეთი
ყავის ნალექისა და თიხის ერთნაირი რაოდენობა განაზავეთ წყლით (არაჟნის კონსისტენციამდე) დაამატეთ ეთერზეთები. წაისვით სახეზე, უკეთესი ეფექტისთვის მასაჟის ჯაგრისით ან ხელთათმანით დაიმუშავეთ სახე, ჩამოიბანეთ 40 წუთის შემდეგ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

არსებობს კანის მოვლის რამდენიმე ხალხური რეცეპტიც.
• სახე დაიბანეთ ნელთბილი წყლით (ცხელი – აწითლებს კანს, ცივი – ხელს უწყობს მის აქერცვლას)
• გაიწმინდეთ სახე პიტნის, სალბისა და მწვანე ჩაის ნაყენისგან დამზადებული ყინულებით.
• შვრიის ფაფის ნიღაბი – გაწმენდილ სახეზე წაისვით შვრიის ფაფის, წყალბადის ზეჟანგის (რამდენიმე წვეთი) და წყლის ნაზავი, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.
• კომპრესები შავი ჩაისგან.
• “გაყინული კოვზები” მათთვის ვისაც დილით თვალის უპეები დასივებული ან შებერილი აქვს – ჩააწყვეთ კოვზები 10 წუთით საყინულეში და შემდეგ მიიდეთ თვალებზე, “ტომრები” უპეებზე მომენტალურად გაქრება.

• ფრჩხილები •
ლამაზი ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა.
• არ დაიჭრათ ან გაიქლიბოთ სველი ფრჩხილები, ფრჩხილი როგორც თმა უფრო ადვილად მსხვრევადია წყალში.
• გამოიყენეთ ბაზა სანამ წაისვამთ ფრჩხილის ლაქს, რომ მავნე ნივთირებებებმა არ დააზიანონ ფრჩხილი.
• იკვებეთ ფოსფორითა და კალციუმით მდიდარი საკვებით.
კალციუმი – – აუმჯობესებს ფრჩხილის ზრდას.
(ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, რძის პროდუქტები)
ფოსფორი – – ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას.
(თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, კაკალი)
• ზღვის მარილი აუმჯობესებს ფრჩხილის ფირფიტას და საუკეთესოა მტვრევადი ფრჩხილებისთვის.
ნახევარ ლიტრ წყალში განაზავეთ ერთი კოვზი მარილი და გააჩერეთ თითები 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

Leave A Reply

Your email address will not be published.