ხბოს ხორცის და ბოსტნეულის უგემრიელესი სალათი

0

ინგრედიენტები:

4 ცალი ბადრიჯანი
5 ცალი პომიდორი
3 ცალი ხახვი
600 გრამი ხბოს ხორცი
50 მლ მზესუმზირის ზეთი
50 გრამი კარაქი
მარილი, მწვანილი, პილპილი გემოვნებით
2 კბილი ნიორი
100 მლ პომიდვრის წვენი


მომზადების წესი:

1ბადრიჯანი ნაჭრებად დაჭერით. 5-10 წუთით მარილიან წყალში გააჩერეთ, შემდეგ კი ზეთში ორივე მხრიდან შეწვით. პომიდვრები ასევე დაჭერით. სხვა ტაფაში ჩაყარეთ და ზეთში მოშუშეთ. გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ ასევე ზეთში მოშუშული ხახვი. ხბოს ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და შეწვით.

2საცხობ ფორმას გადაუსვით კარაქი და მასზე ფენებად დააწყვეთ: ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ პომიდორი, ხახვი და ხორცი. გაიმეორეთ. მოაყარეთ მწვანილი. პომიდვრის სოუსში ნიორი აურიეთ და მოასხით ბოსტნეულსა და ხორცს. აცხვეთ 60 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. (cook.ge)

Leave A Reply

Your email address will not be published.