ასჯერ დაფიქრდი და ერთხელ შეჭამე

0

გიფიქრია  იმაზე, რომ  ყოველდღიურად ყიდულობ   იმ კატეგორიის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და  სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს ?

ქუჩებში ყოველი ფეხის გადადგმაზე შეხვდებით საცხობებს , რომელიც შიმშილის დაკმაყოფილების გემრიელ და ნარი-ნარი  საშუალებებს გთავაზობენ.

თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის საკვებში შემავალი ტრანსცხიმები, რომელიც  მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანს იწირავს.

ტრანსცხიმები ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს ცვლიან და მას სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მოიხმარენ.  შეფასებულია, რომ საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.

სწრაფი კვების საცხობებში ასევე ხშირად გამოიყენება მარგარინი:  ნაჯერი ცხიმები, ორგანიზამში ზრდის “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, რაც მომავალში მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.  ასევე,  ნებისმიერი სახის ცომეული მაღალკალორიულობის გამო მნიშვნელოვნად ვნებს ჯანმრთელობას. ამიტომ პიცა  ითვლება ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტად . ის მაღალკალორიულია და გადამუშავებული ხორცით მზადდება. ცომი კი რაფინირებული თეთრი ფქვილით .
საქართველოში ძალიან გვიყვარს გაზიანი სასმელები და განსაკუთრებულად ლიმონათები, რომელსაც  ქუჩაში ნაყიდ ხაჭაპურს ვაყოლებთ .  გაზიანი სასმელი სისმსუქნის ერთ-ერთი მოწინავე გამომწვევი ფაქტორია. რომელიც ასევე ზრდის სიმსივნეების, ჰორმონების დისბალანსის და ნაადრევი დაბერების რისკს. გაზიანი სასმელი  ასევე იწვევს კბილების კარიესსა .

პიცასა თუ ჰოთდოგში გამოიყენება  კეტჩუბი   მაიონეზი  ან მდგოგვი.  ამ პროდუქტების მაცივრის გარეშე გამძლეობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ დამატებული აქვთ საკვების საღებავი, ხელოვნური დამატკბობლები, მარილი, მავნე ცხიმები და ქიმიური საშუალებები.

არანაკლებ საშიშია ცომში გახვეული გადამუშავებულ ხორცთან როგორიცაა  : სოსისი, ძეხვი და   ლორი . მსგავსი ტიპის პროდუქტებიც  მკვეთრად ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების,  დიაბეტისა და სიმსივნეების რისკს.

თუ ზემოდ მოყვანილმა ინფორმაციამ კვლავ ვერ დაგარწმუნათ, მაშინ ჯერი  ავსტრიელი მეცნიერების ახალ კვლევაზეა. რომლის მიხედვითაც  ქალებს, რომლებიც ხშირად იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტებში და ნაკლებად მიირთმევენ ხილს, რეპროდუქციული უნარი უქვეითდებათ.   კვირაში ოთხჯერ და მეტჯერ Fast Food-ის მიღება, კვლევის ანალიზის მიხედვით, რეპროდუქციული სისტემის მოშლის რისკს 16%-მდე ზრდის.

Leave A Reply

Your email address will not be published.