2019 წლიდან დედამიწის გაგრილების ექსპერიმენტი იწყება

ჰარვარდელი მეცნიერები 2019 წელს დედამიწის გაგრილების ექსპერიმენტს იწყებენ, რომელიც ქიმიური რეაგენტების გამოყენებით უნდა სცადონ. ამის შესახებ ინფორმაცია Nature-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტი გულისხმობს სტრატოსფეროში დიდი რაოდენობით კალციუმის კარბონატის გაშვებას. ექსპერიმენტი პერტურბაციის მეთოდზე იქნება დაფუძნებული.

კლიმატოლოგები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტი მათ კლიმატის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს, საუბარია 0.5-1 გრადუსის კონტროლზე, რაც საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გლობალური დათბობისთვის შემაფერხებელი გახდეს.

თუმცა მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ აქვთ დათვლილი და გაზომილი ამ ექსპერიმენტის უარყოფითი მხარეები, ისინი ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ.

imedinews.ge

Comments
Loading...