2019 წლის ყველაზე კრიმინალური ქალაქები ცნობილია

2019 წლის ყველაზე კრიმინალური ქალაქების ჩამონათვალი ცნობილია. კრიმინალის ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 378 ქალაქი შეფასდა. 

სტატისტიკური კვლევების ორგანიზაცია Numbeo-ს ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე კრიმინალური ქალაქი ვენესუელის დედაქალაქი კარაკასია. ყველაზე ნაკლებად კრიმინალური კი, სიის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბია. 

საქართველოს დედაქალაქი 2019 წლის კრიმინალის  ინდექსის მიხედვით ჩამონათვალში 305-ე ადგილზეა, მეზობელი ქვეყნების დედაქალაქები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: ერევანი – 297-ე ადგილი, ბაქო – 254-ე ადგილი, ანკარა – 182-ე ადგილი და მოსკოვი – 180-ე ადგილი.

მსოფლიოში ყველაზე კრიმინალური ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: 

10. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია 
9. პრეტორია, სამხრეთ აფრიკა
8. რესიფი, ბრაზილია
7. იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
6. დურბანი, სამხრეთ აფრიკა
5. შაჰ ალამი, მალაიზია
4. ფორტალეზა, ბრაზილია
3. პიტერმარიცბურგი, სამხრეთ აფრიკა
2. სან პედრო სულა, ჰონდურასი
1. კარაკასი, ვენესუელა 

Numbeo კრიმინალის ინდექსის მონაცემებს მუდმივად აახლებს.

www.imedinews.ge

Comments
Loading...