ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

0

მორიგი გამარჯვება იზეიმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ბორჯღალოსნებმა მეოთხე ტურში ქუთაისში, “აია” არენაზე გერმანიას უმასპინძლეს.

მორიგი გამარჯვება იზეიმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ბორჯღალოსნებმა მეოთხე ტურში ქუთაისში, “აია” არენაზე გერმანიას უმასპინძლეს.

პირველი ლელო შეხვედრის მეორე წუთზე მირიან მოდებაძემ დადო, 3 წუთში ლაშა ხმალაძემ გერმანელებს მეორე ლელოც დაუდო, ჩვენმა გუნდმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველ ნახევარში ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. შალვა მამუკაშვილის ზუსტ თამაშს გელა აფრასიძის გარდასახვა მოყვა და პირველი ნახევარი ჩვენმა გუნდმა 21:3 გაიმარჯვა.

მეორე ტაიმში ქართველები კვლავაც დიდი უპირატესობას ფლობდნენ. 45-ე წუთზე გელა აფრასიძის ზუსტი გადაცემით ლაშა მალაღურაძემ ლელო დადო. მირიან მოდებაძემ მეორე ნახევარში კიდევ 2 ლელო მიითვალა, ერთი ლელო ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა.

მერაბ შარიქაძემ ეროვნულ ნაკრებში 62-ე თამაში ჩაატარა და 76-ე წუთზე ბორჯღალოსანთა კვართით მე- 12 ლელო დადო. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 52:3 მოიგო და ბონუს ქულაც დაიმსახურა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა მეოთხე შეხვედრაში ჩაატარეს და მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. ბორჯღალოსნებმა სამივე კლუბში რუმინეთთან 18:9 მოიგეს, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6 გაიმარჯვეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 17 მარტს გამართავენ. ქართველები კრასნოდარში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
წყარო: imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.