პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის 15 გზის გამარჯვებულია

0

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში გამართულ ტურნირზე, პიზაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში გამართული შეჯიბრის ფინალში ჩინელი ლანჟუ აო დაამარცხა და კარიერაში მე-15 მსოფლიო თასი მოიგო.

ირმა ხეცურიანმა მეთექვსმეტედფინალში ბელარუსი ანასტასია კასტციუშკოვა 15:12, მეოთხედფინალში ნადია დოლოჰი 15:10, ნახევარფინალში ტაილანდელი ჯანა საისუნი 15:5, ფინალში კი ჩინელი ლანჟო აო 15:12 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ რამდენიმე წელია, სპორტის სამინისტრო საუკეთესო პარასპორტსმენ ქალად ასახელებს. წელს, ეს ჯილდო ირმას საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა.ირმა ხეცურიანი არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

Leave A Reply

Your email address will not be published.