გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი დააკავეს, თურქეთის მოქალაქეს ისევ ეძებენ

0

კვირას, ბავარიაში, მემინგემის ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა.

37 წლის ქართველმა ვაჟა ბურჯანაძემ და 36 წლის გეკხან გიუნბეიმ მოახერხეს შვიდი მეტრი სიმაღლის კედელზე, რომლის თავზე მავთულხლართია დამაგრებული გადაძრომა და გაქცევა.

ციხის უფროსის ანია ელინგერის თქმით, “ორმა მამაკაცმა ეს ძალიან ჭკვიანურად გააკეთა. ისინი ძალზე სპორტულები და სწრაფები იყვნენ”

გაქცეულთა ძებნის ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო. პარალელურად ხელისუფლება ამშვიდებდა მოსახლეობას, რომ გაქცეულები ძარცვის გამო იხდიდნენ სასჯელს და მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

დღეს, 16 საათსა და 38 წუთზე პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი, ქართველი ვაჟა ბურჯანაძე მოსახლეობის შეტყობინების შემდეგ, ლაუბენეში, მენინგემის ციხიდან დაახლოებით 30 კმ-ში დააკავა. ის მარტო იყო და ფეხით გადაადგილდებოდა. მეორე გაქცეულის შესახებ პოლიცია ამ დრომდე არ ფლობს ინფორმაციას.

მოამზადა რაულ კაპანაძემ 

Leave A Reply

Your email address will not be published.