კახეთში დედამ ახალშობილი სავარაუდოდ, ბავშვის მამასთან კონფლიქტის გამო მიატოვა

0

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალმა ახალშობილზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვზე უარის თქმის მიზეზი ახალშობილის მამასთან დაძაბული ურთიერთობა გახდა.

“იმ შემთხვევაში, როდესაც ახალშობილზე უარის თქმა ხდება ხოლმე, ბევრ სხვა უწყებასთან ერთად ჩვენც დაუყოვნებლივ გვატყობინებენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შევხვდით დედას, რომელსაც ბავშვი არც კი უნახავს. ჩვენ ყველა სერვისი შევთავაზეთ, დახმარება სხვადასხვა სახის, შევთავაზეთ ასევე დედთა და ბავშვთა თავშესაფარში გადაყვანა თუმცა უშედეგოდ. გოგონამ გადაწყვეტილება არ შეცვალა”,  – განუცხადა ,,აიპრესს,, კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფორისის მოადგილემ, დალი მოსიაშვილმა.

ამ დროისთვის, ახალშობილი გადაუდებელ მიმღებ ოჯახში იმყოფება, სადაც სამი თვის განმავლობაში დარჩება. მოგვიანებით კი, მას გასაშვილებელის სტატუსი მიენიჭება და გასაშვილებელ ბავშვთა ცენტრალიზებულ რიგში მოხვდებ

Leave A Reply

Your email address will not be published.