მიხეილ სააკაშვილი: ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა პატრიოტი

0

“ახლა ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა პატრიოტი”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

“სიტყვა ოცნება მოგვპარეს, სიტყვა იმედი გაგვიბანძეს, რუსთავი ორი გააბანძეს, ყველაფერი რაც გვიხაროდა, ყველაფერი გაგვიბანძეს… აღარ ვიცი რა სიტყვებით… რაღაც კოდირების ენა უნდა ვისწავლოთ, აღარ შეიძლება, კლასიკური სიტყვები ყველა მოპარულია და გაბანძებულია, ახლა ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა პატრიოტი.

პატრიოტი არის ბანძობა, იმიტომ რომ რუსები აფინანსებენ და რუსები აკეთებენ… როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად, ღიად, ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება.“

www.ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.