“მოკლულის მაზლი ეს დღეები სამძიმარს იღებდა… ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა”

1

www.kvirispalitra.ge – 62 წლის სიმა მირზოევა-პივაზის სადისტური მკვლელობის საქმე ძალოვნებმა გახსნეს, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მაზლი აღმოჩნდა. იგი სიმა პივაზის დაკრძალვის დღეს დააპატიმრეს და იმავე დღეს გაიგეს ახლობლებმა, რომ მომხდარში ნათესავი იყო გარეული. შსს ადასტურებს, რომ დანაშაული გახსნილია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობ ჩაიდინა და ის სამართალდამცავებმა უკვე დაავეს”,- ნათქვამია შსს განცხადებაში.
მთელი სანათესაო მომხდარით შეძრულია და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ოჯახის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, მკვლელი ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ იქ ტრიალებდა და სამძიმარსაც იღებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.