სექსის დროს წყვილი აივნიდან გადავარდა და ორივე დაიღუპა

0

ეკვადორში, დედაქალაქ კიტოდან ჩრდილოეთი მდებარე ქალაქ კარპუნგოში წყვილი აივნიდან სექსის დროს გადავარდა.

შემთხვევა დილით 5 საათსა და 20 წუთზე მოხდა. სახლში მარტო მყოფი ქალს ძლიერი ხმაური შემოესმა, ჩათვალა, რომ ვიღაც მის სახლი შეღწევას ცდილობდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და გარეთ გავარდა. გარეთ გასვლისას მან ნახევრდაშიშველი წყვილი, უკვე გარდაცვლილები ნახა და პოლიციას გამოუძახა.

გაირკვა, რომ წყვილი მეგობრებთან იყო წვეულებაზე და იქ აივანზე გასულები სექსით დაკავდნენ. რაღაც მომენტში კი ორივე მესამე სართულის აივნიდან გადავარდა და მეზობლად მდებარე სახლის სახურავზე დავარდა.

პოლიციამ აივანზე ფეხსაცმელები და ქვედა საცვლები ნახა. დადგინდა რომ გაბრიელა კ., 8 წლის ბავშვის დედა, 28 წლის იყო, დანიელ კ. კი 35 წლის.

მომზადებულია eltelegrafo.com.ec მიხედვით

მოამზადა რაულ კაპანაძემ

Leave A Reply

Your email address will not be published.