“ხაზარაძეს არა მარტო იდეოლოგიურად ვძულვართ, არამედ არც თუ უსაფუძვლოდ ეშინია ჩვენი” – შალვა ნათელაშვილი

0

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ნათელაშვილი “ტვ პირველს” აკრიტიკებს და მას  “ხაზარვიზიას” უწოდებს. ლეიბოსრისტების ლიდერი  ტელეკომპანიის და მამუკა ხაზარაძის კავშირზე მიუთითებს. 

“ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ცენზურის მეტი რა გადამიტანია. მაგრამ რასაც ტვ-პირველი იგივე— ხაზარვიზია—- აკეთებს ეს უპრეცენდენტოა. ჩვენი ხსენებაც კი ამ ეთერში აკრძალულია.ხაზარაძეს არა მარტო იდეოლოგიურად ვძულვართ,არამედ არც თუ უსაფუძვლოდ ეშინია ჩვენი. ისე მაინც მაინტერესებს სად აპირებენ სამომავლოდ ჟურნალისტიკის გაგრძელებას არაერთხელ მიყიდულ-გადაყიდული სუს-ის ჟურნალისტები–ტრაპაიძე,სანაია,ჟიჟილაშვილი. იმედი,მაესტრო და სხვა სახელისუფლო ტელევიზიები,რომ გვბლოკავენ ცუდია, მაგრამ ახსნადია.აი ბანკრი რომელიც ოპოზიციონერობს,ხელისუფლებაშიც რა თქმა უნდა ჯერ არ მოსულა და ხელისუფლის ასლია ცენზურაშიც კი მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა”, – წერს ნათელაშვილი. 

www.espersona.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.