ბავშვები ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანენ – ექვსულიანი ოჯახის უმძიმესი ისტორია

2

ისინი დასაღუპად მშობელმა მამამ გაიმეტა… ბავშვები მუდმივად ავადობენ, სკოლასა და ბაღშიც ვერ დადიან. გამწარებული დედა შველას ითხოვს, სხვა გზა მას არ დარჩენია. 
მათი საცხოვრებელი, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სახლს! ბავშვები შიმშილობენ, დედას კი ისიც არ ახსოვს, სრულფასოვნად ბოლოს როდის აჭამა. უფროსი ძმა არჩილი ამბობს, რომ საჭმლის გარეშეც გაძლებს, ოღონდ პატარა და-ძმებს საკვები ჰქონდეთ. მათ კი მოხარშული მაკარონის მეტი დიდი ხანია არაფერი უჭამიათ. – მე და დედას შეგვიძლია, მხოლოდ წყალი დავლიოთ, აი ბავშვები კი..? – ამბობს არჩილი.გასული ზამთარი, კაპანაძეების ოჯახმა წვალებით გადაიტანა. ამ ზამთარს კი… დიდი ხანი არ არის, რაც პატარა ელენე კინაღამ არ გაიგუდა, გაციებული იყო და ვერ სუნთქავდა. ეგონათ ვერ გადაარჩენდნენ ბავშვს. მაგრამ ღმერთმა მათ მფარველი ანგელოზი გამოუგზავნა და მან ინჰალატორი და წამლები უყიდა და ბავშვი გადაარჩინა. – ის რომ ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, განა უფლისგან არ არის? როგორ არ უნდა მჯეროდეს მისი!, – ტიროდა ჩვენთან საუბრისას ნინო. -ნინო, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ ნანგრევებში, ეს რა შენობაა?ნინო კაპანაძე: 2 წლის წინ ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. იმის შემდეგ, რაც ელენე დაიბადა ჩემმა მეუღლემ მიგვატოვა, და ყველაფერი უკან-უკან წავიდა… ქირას ვერ ვიხდიდით… გამოგვყარეს, ეს მიტოვებული შენობა ვიპოვეთ და შემოვსახლდით. იმის თქმა, რომ ჭერი მაქვს – სასაცილოც კია. არც ჭერი გვაქვს და არც ერთი კედელი ბოლომდე არაა ამოშენებული. მაგრამ მთლად ცის ქვეშ არ ვართ. თავიდან იატაკზე გვეძინა, მერე კეთილმა ადამიანებმა ფიცრები მოგვიტანეს, ნაგავსაყრელზე ძველი ქვეშაგები ვიპოვეთ და…-ნინო, ერთ კითხავს დაგისვამთ, თუ არ გინდათ არ მიპასუხოთ. ნათესავები და ნაცნობები რატომ არ გეხმარებიან?ნინო კაპანაძე: ნათესავები, რომ მყოლოდა, ალბათ არ დამტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში. დედა დიდი ხანია გარდამეცვალა. მამა – პირველი ჯგუფის ინვალიდია, სოფელში ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც უარესი პირობებია, ვიდრე ჩვენთან… ერთადერთი მონათესავე სული, ვინც მყავდა ჩემი ძმა იყო, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ 8 წლის წინ ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა… მეტი არავინ მყავს. ჩემი შვილების და ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი.-ალბათ მხოლოდ უფლის რწმენა გაძლიერებთ?ნინო კაპანაძე: ის, რომ ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლობენ, ის რომ გასული ზამთარი გადავიტანეთ და ის, რომ ყველაზე რთულ მომენტებში ჩვენს დასახმარებლად სრულიად უცხო ხალხი მოდის – განა ეს უფლისგან არაა? როგორ არ უნდა მჯეროდეს მისი!(საუბრისას ნინოსთან პატარა გოგონამ მოირბინა, და რარაც უჩურჩულა. დედამ თავი გააქნია და ატირდა)-რა უნდოდა ნინო?ნინო კაპანაძე: (ტირის, – შენიშვნა) მკითხა, გუშინ მოხარშული მაკარონი თუ დაგვრჩა. ბოდიში მინდა მოვუხადო შვილებს, რომ სიყვარულის გარდა ვერაფერს ვაძლევ…-შეიძლება, რამდენიმე კითხვა ბავშვებსაც დავუსვათ? -ნუ გრცხვენიათ, გვითხარით რაზე ოცნებობთ?არჩილი (13 წლის): რაზე შეიძლება ჩემი ხნის ბიჭმა იოცნებოს, არ ვიცი…. არაფერზე არ ვოცნებობ, ოღონდ დედა იყოს კარგად. იმ ასაკში ვარ, რომ ყველაფერი მესმის. რაზე ვიოცნებო, როდესაც პატარები შიმშილობენ? მე და დედა მარტო წყალსაც დავლევთ, მაგრამ ბავშვები?ანა (7 წლის): იცით, ბევრი ლექსი ვიცი. გინდათ გითხრათ? საქართველოზე ვიცი, დედაზე, ჩიტზე. კიდევ ხატვა მიყვარს, მაგრამ ცოტას ვხატავ, მეშინია, რომ სახატავი რვეული არ შევავსო. მაჩუქეს. ეს ფანქრებიც მაჩუქეს, მაგრამ ქეთევანსა და დავითს… ელენე ჯერ პატარაა, მარტო ჯღაბნის ხოლმე…-რა ყოჩაღი ხარ და რაზე ოცნებობ?ანა (7 წლის): რვეული და ფანქრები მინდა, და რაიმე გემრიელი, მაგალითად ტკბილეული ან პეჩენიები, ან  კარაქიანი პური…ქეთევანი (5 წლის): დედა, შეიძლება მეც ვიტყვი, თოჯინა რომ მინდა? ლამაზი თმებითა და ფეხსაცმლით. თუ სხვა რამე ვთქვა?-რაც შენ გინდა ის თქვი?ქეთევენი (5 წლის): მინდა, რომ ჩვენი სახლი გვქონდეს… მორჩა!-დედას რომ უთხარი, თოჯინა მინდაო?ქეთევანი (5 წლის): არა, გადავიფიქრე… სახლი იყოს!-ნინო, ვინმე გეხმარებათ: მეზობლები, უცნობები?ნინო კაპანაძე: მეზობლები მეხმარებიან, უცნობი ადამიანები მოდიან, როგორ მპოულობენ არ ვიცი… ამ ზამთარს ელენეს, ბრონქიტი დაემართა, მეგუდებოდა ბავშვი, მეგონა, რომ ჩემს ხელებში აღმოხდებოდა სული. ციოდა და წამლის ფულიც კი არ მქონდა… საღამოს მოდის ჩემთან ვიღაც კაცი და პროდუქტები მოგვიტანა. როდესაც დაინახა, რომ ელენე ვერ სუნთქავდა, წავიდა და ინჰალატორი და წამალი გვიყიდა… მან გადამირჩინა შვილი. როგორ ვთქვა ამის შემდეგ, რომ ღმერთმა არ გამოაგზავნა ის? ის ელენეს მფარველი ანგელოზი გახდა!-ნინო, რომ ჩვენი ფონდის სტატიებს თითქმის მთელი საქართველო კითხულობენ. სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც კითხულობენ. რა მოლოდინი გაქვთ, ექნება თქვენს ისტორიას რეზონანსი?ნინო კაპანაძე: ერთადერთი რისიც მეშინია, სოციალურმა მუშაკებმა, ბავშვები არ წამართვან… -რას ეტყვით ჩვენს მკითხველს? ნინო კაპანაძე: ვიცი რომ დამეხმარებით! კეთილო ადამიანებო!მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი კაპანაძეების ოჯახის დასახმარებლად აცხადებს აქციას. და ჩვენ არ ვაპირებთ ერთჯერადად დავეხმაროთ მათ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, ჩვენი შვილები არიან! უცხოელებმა, ხომ არ უნდა იზრუნონ ჩვენს შვილებზე, არამედ ჩვენ თვითონ. ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, დაეხმარეთ, რომ ბავშვებმა ისწავლონ, შემოსეთ ისინი და არასდროს დაივიწყოთ! უკეთესი იქნება, თუ ნინოს დაურეკავთ და მათი საჭიროების შესახებ ჰკითხავთ. მათი საკონტაქტო ნომერია: 593 42 32 56ან გააზიარეთ ჩვენი პოსტო, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ოჯახის შესახებ! მეგობრებო, კიდევ ერთი სათხოვარი გვაქვს! თუ თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: კაპანაძეების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projectsთქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

“ჩერნოვეცკის ფონდი”

Leave A Reply

Your email address will not be published.