ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

0

რუს­თავ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ ხუთი პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ორი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია.

ერთი პირი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი (1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ა.), ხოლო სა­მარ­თალ­მდაც­ვე­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულს, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს კი, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­გო­ბა­რია, ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა.

გე­თი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­რუდ­გე­ნენ.

უფ­ლე­ბადმცველ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა:

“ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად ედე­ბა სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი, რაც ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გუ­ლის­ხმობს და 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხ­ლით ედა­ვე­ბი­ან, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი რუს­თა­ვე­ლია, ჩემი ახ­ლო­ბე­ლია. 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნუ­რი. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლიც მისი თა­ნამ­შრო­მე­ლია რუს­თა­ვი­დან” – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

AMBEBI.GE-ს წყა­რომ და­ნარ­ჩე­ნი ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დიტო დუ­ღაშ­ვი­ლია. ხოლო კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით მი­რო­ტა­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის სქე­მა ასე­თია:

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა გ.ა.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა – 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზ.ჯ.-მ, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მეს.

მსხვერ­პლის ქა­ლა­ქი­დან მო­ტყუ­ე­ბით გაყ­ვა­ნის მიზ­ნით, მათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, ორ პო­ლი­ცი­ელს და ყო­ფილ სა­მარ­თალ­დამ­ცველს (მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნურს, და­ვით მი­რო­ტა­ძე და დიტო დუ­ღაშ­ვილს).

“მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, გ.გ-მ (გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი) გლ­დან­ში, თა­ვის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ის­ვა 35 წლის მა­მა­კა­ცი – დ.მ. გლ­დან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბის დროს, ისი­ნი ვი­თომ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში მყოფ სამ პირს. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს დ.მ, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩა­იყ­ვა­ნეს რუს­თავ­ში და გა­დას­ცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა დ.მ. ჩა­იყ­ვა­ნეს მტკვრის ნა­პირ­ზე და ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა. კვა­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­აგ­დეს.

დ.მ.-ს ცხე­და­რი 5 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტკვარ­მა გა­მო­რი­ყა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, ხოლო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

www.ambebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.