პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

0

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე და როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. 

წყარო: www.imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.