ფიგურული ციგურაობა: ქართველთა ოქროს მედლები ზაგრების გრანპრიზე!

0

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ფიგურულ სრიალში იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი გაიმართა.  მაყურებელს თავი შესანიშნავი გამოსვლით მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ დაამახსოვრეს. კანადასა და რუსეთზე უკეთესი შედეგი და პირველი ადგილი – მათ პირველი ადგილი დაიკავეს.

მოკლე და თავისუფალ პროგრამაში რევიამ და კაზაკოვამ ბრწყინვალედ იასპარეზეს, მათ სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. საერთო ჯამში 169.22 ქულა აიღეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით ქართულმა წყვილმა გრანპრის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალური ეტაპი 5-9 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ კარიერაში ოქროს მედლები პირველად მოიპოვეს.

www.crystalsport.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.