ხუთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში

0

ხუთი ადამიანი დაშავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები ამდროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

მედიკოსების განცხადებით, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Leave A Reply

Your email address will not be published.