2020 წლიდან ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება
ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება და ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.
ქართული ენა და ლიტერატურა,უცხო ენა,მესამე საგანი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რომელი მიმართულებით აბარებს აბიტურიენტი“,-ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.