21 დღიანი ძებნის შემდეგ, 33 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის ტერიტორიაზე იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დედამისს ბოლოს 19 სექტემბერს დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისიდან დედოფლისწყაროში მიდიოდა.

ბოლოს ის ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, სადაც დედოფლისწყაროში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდამ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ახლობლებს სხვისი ტელეფონით უკავშირდებოდა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

Comments
Loading...