“21 იანვრიდან ენმ სახალხო, ეროვნულ პარტიად იქცევა”-მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგს მართავს და პარტიის ერთი ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო დასმული.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებას, ეს არის ჩემთვის ძალიან დასანანი, დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს მისი გავლენა და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს და დაუპირისპირდა უმრავლესობის მხარდამჭერებს. ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცდილობენ წარმოაჩინო ყრილობა, როგორც არალეგიტიმური ისე თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა, ჩემთვის სამწუხაროა, რომ პარტიის მცირე ჯგუფი აცდენილია იმ განწყობებს რომელიც არის პარტიის მხარდამჭერებში. ნაციონალური მოძრაობა არ არის რომელიმე ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის მის ათიათასობით წევრს და ამომრჩეველს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცნენ სამიზნე ივანიშვილის, დაშინების და შანტაჟის. ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

GURIISMOAMBE

Comments
Loading...