22 გარდაცვლილი და 37 დაშავებული – ბოლივიაში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
ბოლივიის დასავლეთით, მინიმუმ 22 ადამიანი ემსხვერპლა ორი ავტობუსის შეჯახებას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ავარია 19 იანვრის დღისით მოხდა, ჩალაპატას მუნიციპალიტეტში. პოლიციის ვერსიით, ავტობუსები გადასწრების მანევრის დროს შეეჯახა ერთმანეთს.
ადგილობრივი გაზეთი El Dictamen კი იუწყება, რომ ინციდენტის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა. პოლიციაში აგრეთვე არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთმა ავტობუსმა საპირისპირო მხარე გადაკვეთა.
პოლიცია ავარიის დეტალებს იძიებს.