22 წლის ახალგაზრდას, რომელმაც დედა ცივი იარაღი დაჭრა, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას, 1963 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...