22 წლის ამერიკელი უცხოპლანეტელის გარეგნობით

უცხოური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ლოს-ანჯელესელმა ვინნი ოჰმა პლასტიკურ ქირურგებს პირველად 5 წლის წინ მიმართა, რათა ტუჩები გაედიდებინა.

მას შემდეგ, ვინნი პლასტიკური ქირურგების ხშირი კლიენტი გახდა. მან შეიცვალა ღაწვების, წარბების და სახის ნაკვთების ფორმები.

ექიმებს პაციენტისთვის ცხვირის ფორმის შეცვლა ხუთჯერ მოუხდათ. უცნაური პაციენტი სხეულის სხვა ნაწილების შეცვლასაც გეგმავს. პირველ რიგში ფორმას მკერდს და დუნდულებს შეუცვლის.

ის ქუჩაში შავი კონტაქტური ლინზებითა და გრძელი ფრჩხილებით დადის. მას ასევე თმებიც შეღებილი აქვს, რაც გამვლელებში შიშსა და სტრესს იწვევს.

Comments
Loading...